სიახლე

ულამაზესი ხედები და მყუდრო ინტერიერი - როგორია ლელა მებურიშვილის ბინა ლონდონში და ბრიტანული ცხოვრება

ულამაზესი ხედები და მყუდრო ინტერიერი - როგორია ლელა მებურიშვილის ბინა ლონდონში და ბრიტანული ცხოვრება
38 წლის მსახიობსა და ტელეწამყვანს, ლელა მებურიშვილს, საზოგადოება კარგად იცნობს. ლელას სხვადასხვა დროს მონაწილეობა არაერთ ტელესერიალსა და სპექტაკლში აქვს მიღებული. მსახიობმა 2013 წელს ბაჩო საგანელიძეზე იქორწინა და მათ ორი შვილი, ლილიკო და ალექსანდრე ჰყავთ.

რამდენიმე თვის წინ ლელამ ხალხს აცნობა, რომ ის და მისი მეუღლე, შვილებთან ერთად, ბრიტანეთში აპირებდნენ საცხოვრებლად გადასვლას: "„მართალია, 9 თვის წინ წავედი, მაგრამ უკვე მესამედ ჩამოვედი. ძალიან მიყვარს მეგობრებისთვის სიურპრიზის მოწყობა და ახლაც მოულოდნელად დავადექი თავზე. საქართველოში პირველ რიგში ოჯახის –
მშობლების და ძმების მონატრებით ჩამოვდივარ, რადგან ძალიან არ მინდა, მშობლებს, რომლებიც უკვე ასაკში არიან, ჩემი არყოფნით გული დავწყვიტო. ამასთანავე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ლევან წულაძე ყოველთვის მაძლევს მის სპექტაკლებში მონაწილეობის საშუალებას.

მეც და ჩემს მეუღლესაც ყოველთვის გვინდოდა საკუთარი შესაძლებლობების საზღვარგარეთ მოსინჯვა, თუმცა გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა გვიჭირდა, რადგან არაფრით გვეთმობოდა აქ შექმნილი კარიერა, ახლობლები და მეგობრები. ძალიან რთულია ერთი ხელის მოსმით ყველაფერზე უარის თქმა და ცხოვრების თავიდან დაწყება. თუმცა, როცა მეუღლეს ბრიტანეთში მუშაობა შესთავაზეს, გავბედეთ და ლონდონში გავემგზავრეთ.
მართალია, ლონდონში ჩასულს ყველა დასვენებას მირჩევდა, მაგრამ მე მაინც მუშაობა მერჩივნა. ამიტომ ჩასვლისთანავე უამრავი წერილი გავგზავნე სხვადასხვა სააგენტოში. სიმართლე ვთქვა, არ ველოდი და ძალიან გამიკვირდა, როცა პირველ საღამოსვე მივიღე პასუხი. უამრავმა ადამიანმა გამოთქვა ჩემი გაცნობის სურვილი, რაც ძალიან სასიამოვნოა, რადგან ბრიტანეთში ჩასულს ცოტა საკუთარ თავში შემეპარა ეჭვი. ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი და უამრავი საინტერესო შეთავაზება მივიღე, თუმცა საბოლოოდ მაინც მცირე სააგენტო ავირჩიე. სიმართლე ვთქვა, არ ვიცი, რამდენად სწორი არჩევანი გავაკეთე, იმედია გამიმართლებს და ბრიტანეთშიც შევძლებ საინტერესო პროექტებში მონაწილეობას. საქართველო პატარა ქვეყანაა, ამიტომ აქ მარტივია პოპულარობა“ - ამბობს ლელა მებურიშვილი.

ლელა ლონდონში ოჯახთან ერთად მყუდრო და ნათელ ბინაში ცხოვრობს. ბინა ნათელ ფერებშია გადაწყვეტილი და განსაკუთრებით სასიამოვნო გარემოს ქმნის ვიტრაჟები. როგორც ჩანს, მსახიობი მეგობრებს ხშირად მასპინძლობს და მათთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
e87a93