ბოლო წლებში საქართველოში მომხდარმა ფემიციდის შემთხვევებმა ლამის ყოველკვირეული ხასიათი მიიღოს.
ბოლო 7 წლის განმავლობაში საქართველოში გენდერული ნიშნით ძალადობას 187 ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან თითქმის 50% ოჯახის წევრმა მოკლა.
მართალია, ყოველი ახალი მკვლელობის შემდეგ საზოგადოების დიდი ნაწილი აღშფოთებული რჩება
სწორედ მათი მსხვერპლი იყო მსახიობი თაკო ტაბატაძე, რომელმაც ერთი წლის წინ ღიად აღიარა, რომ ქმარს დაშორდა და ოთხ გოგონასთან ერთად მარტო ცხოვრობდა. თაკომ ინტერვიუში თქვა, რომ ყოფილ მეუღლესთან, რომელიც ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნება, მუსიკოსი გია ბაღაშვილი გახლდათ, ნორმალური ურთიერთობა შეინარჩუნა... მოგვიანებით ეს ამბავი ყოფილმა ქმარმაც დაადასტურა, თუმცა, როგორც თაკო AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, ის მაინც გახდა ძალადობის უზარმაზარი ტალღის სამიზნე.
"ის სქრინი შენახული მქონდა, სადაც მწერდნენ, რომ უნდა დავმწვარიყავი... სწორედ ისე, როგორც თამილა ლილუაშვილის შემთხვევაში მოხდა", - ამბობს თაკო.
ახლა სურვილი აქვს, უცნობი ქალის სამძიმარზე ჩავიდეს...
სოციალურ ქსელში კი ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც საზოგადოებას მოუწოდებს, - ნუ აიძულებს გარემო ქალებს, რომ მოძალადე კაცები აიტანონ...
თაკო ტაბატაძე:
"რამდენიმე დღის წინ ქუჩაში დავინახე ქალი, მოწყალებას ითხოვდა. დავეხმარე და ასეთი რამ მითხრა: "ღმერთმა გადაგარჩინოს ამ ქვეყნიერებას“ - მაშინვე მომხვდა გულზე ეს სიტყვები... როცა ამ ქვეყანაში ცხოვრობ, ფიზიკური გადარჩენა დიდი მიღწევაა. გადის რამდენიმე დღე და ვკითხულობ, რომ ახალგაზრდა ქალი ყოფილმა ქმარმა ცოცხლად დაწვა. სული მეწვის და მტკივა ისე, როგორც ძალიან ახლობელი ადამიანის დაკარგვა, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვიცნობდი…გაგრძელება