იცით თუ არა , რომ ქალის შუბლი განსხვავდება მამაკაცის შუბლისაგან როგორც სიმაღლით, ასევე ფორმით.. ანთროპოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ მამაკაცებს უფრო მაღალი შუბლი აქვთ, ვიდრე ქალებს. ქალის შუბლის სიმაღლე საშუალოდ 5 სანტიმეტრია, მამაკაცისა კი - საშუალოდ 7-8 სმ.
მაღალი შუბლი მისაღებია მამაკაცებისთვის, მაგრამ არა ქალებისთვის. მაღალი შუბლის მქონე ქალები, როგორც წესი, ცდილობენ მის დამალვას ბაფთით ან განსაკუთრებული ვარცხნილობით. იმიტომ არა, რომ იციან შუბლის პროპორციების შესახებ, უბრალოდ გრძნობენ, რომ ასე უფრო მიმზიდველად გამოიყურებიან და ღია შუბლი მათ „არ შეეფერება“.
სიმაღლის გარდა, მამაკაცის შუბლი ფორმითაც განსხვავდება ქალის შუბლისგან . ქალებში თმის ხაზი უფრო მომრგვალებულია და შუბლის სამკუთხედებიც მამაკაცებში უფრო მახვილ კუთხეებს წარმოქმნის.
თუ ქალს ძალიან მაღალი შუბლი აქვს, და ამავე დროს გენეტიკურად მიდრეკილია სიმელოტისკენ , უნდა ვიცოდეთ, რომ თმის ფორმის შეცვლა ვერ აჩერებს ალოპეციის პროცესს. ასეთ შემთხვევებში, მაღალი შუბლის საკორექციოდ საკუთარი თმის გადანერგვასთან ერთად, ექიმ-ტრიქოლოგის მკურნალობაცაა რეკომენდებული.
თმის გადანერგვა ასევე ნაჩვენებია სახის პლასტიკური ოპერაციების შემთხვევაში, რაც ხელს უწყობს ნაწიბურის საიმედოდ დამალვას. თმის ტრანსპლანტაცია შესაძლებელია პლასტიკური ოპერაციიდან 6-8 თვის შემდეგ.
თმის გადანერგვა შუბლის უსწორმასწორო ხაზის გამოსწორების იდეალური საშუალებაა. ასეთი ოპერაციის საშუალებით შესაძლებელია შუბლის სიმაღლის შეცვლა, გარკვეული ხარვეზების დამალვა და გამელოტებული უბნების პრობლემის მოგვარება. თმის გადანერგვის ოპერაცია პრობლემის გადაჭრის ყველაზე რადიკალური გზაა, მაგრამ ამავდროულად, ყველაზე ეფექტური და სწრაფი.
ჰოლივუდის ვარსკვლავები ხშირად მიმართავენ თმის გადანერგვას შუბლის ხაზის გასწორებისთვის, რადგან იდეალური შუბლის ხაზი ქალის გარეგნობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
Deamed.ge
R