„მინდა გაგაცნოთ ახალი წამოწყება Charity Movement, რომლის ავტორები ნინო ელიავა და მაკა ასათიანი ვართ.
გვინდა ჩამოვაყალიბოთ საქველმოქმედო მოძრაობა, რომლის საშუალებითაც შევძლებთ დავეხმაროთ ძალიან ბევრ მოხუც ადამიანს. ამ იდეის მთავარი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ამას ჰქონდეს არა ერთჯერადი, არამედ უწყვეტი ხასიათი.
ძალიან მინდა, რომ საახალწლოდ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გაბედნიერება შევძლოთ. მჯერა, რომ ერთად ამას შევძლებთ." –
