სიახლე

ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ნიშნობის ბეჭდები - ვი იყვნენ ყველა დროის ყველაზე იღბლიანი ქალები

ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ნიშნობის ბეჭდები - ვი იყვნენ ყველა დროის ყველაზე იღბლიანი ქალები
ცნობილ ადამიანებს შორის ყოველთვის მიმდინარეობს ჩუმი კონკურენცია: ვისი ნიშნობის ბეჭედი მოხსნის მომდევნო რეკორდს. ბოლო რეკორდსმენებს შორისაა ჯენიფერ ლოპესი, რომელმაც 8,5-კარატიანი მწვანე ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი ბენ აფლეკისგან მიიღო.
ექსპერტების აზრით, ჯენიფერის ბეჭდის ღირებულება 10 მილიონი დოლარია, თუმცა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჰოლივუდს მასზე კაშკაშა და ძვირად ღირებული ბეჭდებიც ახსოვს.

ელისაბედ ტეილორი

ე.წ. ტეილორ-ბარტონის 36-კარატიანი ბრილიანტი ელისაბედ ტეილორმა საჩუქრად მეუღლისგან, რიჩარდ ბარტონისგან მიიღო.

როდესაც ალმასის თავდაპირველი მფლობელის, ვერა კრუპის გარდაცვალების შემდეგ ის აუქციონზე გამოვიდა, ბარტონმა მის შესაძენად
307 000 დოლარი გადაიხადა. მან ის ტეილორს მათ იახტაზე, ლონდონში ყოფნისას აჩუქა. ტეილორმა ალმასის ბეჭედში ჩასმა გადაწყვიტა და დასრულებული სამკაული მალე მისი ლეგენდარული კოლექციის ნაწილი გახდა.

გრეის კელი

გრეის კელის 10,48-კარატიანი ნიშნობის ბეჭედი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია ისტორიაში. ზურმუხტისფერი ბრილიანტის ბეჭედი Cartier-მა სპეციალურად კელისთვის შექმნა.

გრეის კელის ცნობილი ნიშნობის ბეჭედი ხელში მაშინვე არ ჩავარდნია. თავდაპირველად, მისმა საქმრომ, მონაკოს პრინცმა რენე III-მ, ლალის თვლის, შედარებით უფრო სადა და ელეგანტური, სამკაული შეუკვეთა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გრეისი მეგობარ კინოვარსკვლავებს შეხვდა და მათი ჰოლივუდის სამკაულების ზომა შეაფასა, პრინცმა გადაწყვიტა, რომ გრეისი უფრო მეტს იმსახურებდა. ამიტომ 10,5-კარატიანი ზურმუხტისფერი ბრილიანტის ბეჭედი შეუკვეთა. მისი დამზადება 1956 წელს 4 მილიონი დოლარი ღირდა.

ჟაკლინ კენედი-ონასისი

მეუღლის, აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ ჟაკლინმა მეორედ იქორწინა. ამჯერად ის ცოლად ბერძენ ბიზნესმენს, არისტოტელე ონასისს გაჰყვა. ყოფილი პირველი ლედი პაპარაცების ყურადღებისგან თავის დაღწევას ცდილობდა, მაგრამ ეს ზედმეტად რთული აღმოჩნდა: თუ ფოტოგრაფებს თავად ჯეკი აღარ აინტერესებდათ, მაშინ მათ ყურადღებას 40-კარატიანი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი იქცევდა.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
e87a93