40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გრეის კელი ავტოავარიაში ტრაგიკულად დაიღუპა. მას ხშირად ალფრედ ჰიჩკოკის მთავარ მუზას უწოდებდნენ. ჰოლივუდის პრინცესა მალე რეალური პრინცესა გახდა, მას შემდეგ, რაც 1956 წელს მონაკოს პრინცზე იქორწინა.
გრეის და რენიეს 3 შვილი შეეძინათ: ალბერტი, კეროლაინი და სტეფანი. სტეფანის უფროს ქალიშვილს, პოლინს, საზოგადოება კარგად იცნობს. იშვიათად ახსენებენ მის უმცროს ქალიშვილს, 24 წლის კამილ გოტლიბს, რომელიც გარდაცვლილ ბებიას ძალიან ჰგავს.
კამილა 1998 წელს მონტე-კარლოში დაიბადა. იგი პრინცესა სტეფანის და სასახლის მცველის, ჟან რეიმონდ გოტლიბის შვილია. მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ოჯახში დაიბადა, ტახტის მემკვიდრეების სიაში მაინც არ არის, რადგან მისი მშობლები არასდროს დაქორწინებულან.
ქერა თმისა და ცისფერი თვალების გარდა, კამილა გრეის კელის მოდის უზომო სიყვარულითაც ჰგავს.