მომღერალი ლიზა ყენია „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს ფოტოებს და გამომწერებთანაც აქტიური კომუნიკაცია აქვს. მისი კარიერა და პირადი ცხოვრება მუდმივად ყურადღების ცენტრშია, მომღერლის თამამი ფოტოები კი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.
ამჯერად ლიზას მეგობრები და ნათესავები დაბადების დღეს ინსტაგრამზე ულოცავენ. მომღერალი 6 იანვარს 25 წლის გახდა. ლიზამ დედის, მაია ჯაბუას წერილიც გამოაქვეყნა: "მადლობელი ვარ ღმერთის, რომ გამომიგზავნა ზუსტად ისეთი გოგო, როგორზეც ვოცნებობდი, რომ მყოლოდა! თვეების იყავი, ხელში მეჭირე და უკვე ვიცოდი, რომ შენ ჩემი საყრდენი იყავი, ძალას მაძლევდი და მაბედნიერებდი. შენ გაჩნდი ბედნიერებისთვის და გამარჯვებისთვის, სიყვარულისთვის, სიკეთისთვის და წარმატებისთვის, ეს არის შენი მისია!" - წერს მაია ჯაბუა.