დათუნა მგელაძე ფართო საზოგადოებამ წლების წინ ერთ-ერთი მუსიკალური პროექტიდან გაიცნო. დათუნა არაერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ სწორედ მუსიკა დაეხმარა მას ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდის დაძლევაში. როგორც ცნობილია, მუსიკალურ პროექტში მონაწილეობამდე ის ავარიაში მოყვა და ორი წლის განმავლობაში საწოლს იყო მიჯაჭვული.
ტელეეკრანზე პირველად გამოჩენისთანავე, დათუნამ უამრავი ადამიანის გული მოიგო, თუმცა ის საკუთარ პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა არასდროს საუბრობდა.
ამჯერად დათუნა სოციალურ ქსელში თავისი ვაჟის პირველ ფოტოებს აქვეყნებს: "ჩემი ბედნიერება ვატო მგელაძე"- წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.