შაკირას ახალმა სიმღერამ, რომელშიც კოლუმბიელი ვარსკვლავი ყოფილ პარტნიორს, ჟერარ პიკეს ირონიულად მოიხსენიებს, YouTube-ზე 24 საათში 63 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა და ყველაზე ყურებადი ახალი ლათინური სიმღერა გახდა.
შაკირა და პიკე გასულ წელს, მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს. დაშორების შემდეგ პიკემ ურთიერთობა 23 წლის კლარა ჩიასთან დაიწყო.
ახალ სიმღერაში შემდეგ ტექსტს ვხვდებით: „შენ გაცვალე Ferrari Twingo-ში“. – 45 წლის მომღერალი ასევე აღნიშნავს: „ჩემნაირი მგელი შენნაირი ახალბედებისთვის არ არის“…