ტელესახე ნუცა ქავთარაძისა და მსახიობისა და ტელეწამყვანის, არჩილ სოლოღაშვილის სიყვარულის ისტორია უკვე 11 წელს ითვლის. ამასთან დაკავშირებით ნუცა პოსტს „ფეისბუქზე“ გვიზიარებს.
არჩილის და ნუცას წყვილს ტელეეკრანიდან თითქმის ყველა იცნობს. წყვილს ერთი შვილი, სანი ჰყავს, რომელიც მშობლებთან ერთად ხშირად ჩნდება და მათი გადაცემების ჩაწერებსაც აქტიურად ესწრება.
ამჯერად ნუცა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მეუღლეს ქორწინების იუბილეს ულოცავს: "მიყვარხარ გაცილებით მეტად, ვიდრე 11 წლის წინ მიყვარდი. მადლობა ყველაფრისთვის" - წერს ნუცა.