არიან ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან დაბერების პროცესს და ყველაფრის მიუხედავად საყვარელი საქმის კეთებას აგრძელებენ. ამის აშკარა მაგალითია გერმანელი იოჰანა კუასი, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია და სხვა არაფერი.
წლების მანძილზე იოჰანა ადგილობრივ სკოლაში ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი იყო. ჯერ კიდევ 1934 წელს, 9 წლის ასაკში, ტანვარჯიშის კონკურსში მიიღო მონაწილეობა.
მსოფლიო პოპულარობა კი 2012 წელს YouTube ვიდეოს დახმარებით გახდა. მის ისტორიას მრავალი გერმანული თუ საერთაშორისო გამოცემა და ტელევიზია აშუქებდა. იმავე წელს გინესის რეკორდების სიაში მოხვდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ტანმოვარჯიშე.
წარმატების საიდუმლოზე საუბრისას, იოჰანამ გაამხილა, რომ ყველაფერი ჯანსაღი ცხოვრების წესისა და დიეტის დამსახურებაა. მიუხედავად იმისა, რომ კვირაში მხოლოდ ორი დღე ვარჯიშობს, ერთ საათს აუცილებლად უთმობს სეირნობასა ა ცურვას.