სტეფანემ რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემაში „არტ-FM“ შვილზე, სტეფანიაზე ისაუბრა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ კონცერტზე მამასთან ერთად იმღერა, ვიდეომ კი სოციალურ ქსელში დიდი მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურა:
"გამუდმებით მეკითხებოდნენ, რატომ ვმალავდი ბავშვს. გავბედე და სულ 2 წუთით გამოვიყვანე სცენაზე, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რადგან დარბაზი ერთიანად აფეთქდა. სხვათა შორის, მანამდე დოკუმენტურ ფილმში გადაიღეს. როგორც ჩანს, ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა და მისმა გამოჩენამ მართლაც ფურორი მოახდინა. ახლაც იმავეს მოითხოვენ ჩემგან, არადა, სულ სხვა გეგმები გვაქვს. ამიტომ ჯერ არ ვიცი, რას გადავწყვეტთ" - თქვა სტეფანემ.