ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი უკვე 12 წელია დაქორწინებული არიან, თუმცა პრესაში ადრე უილიამის ღალატის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ამის მიუხედავად, წყვილი საზოგადოებაში მაინც თავდაჯერებული და სრულყოფილი ჩანს.
ერთ-ერთ ინტერვიუში მათ პირად ურთიერთობაზეც კი ისაუბრეს:
"ორივეს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა გვაქვს და ერთად ძალიან ვხალისობთ. ქეითს ბევრი ჩვევა აქვს, რაც მამხიარულებს“ - თქვა უილიამმა.
ქეითმა კი ჟურნალისტებს ქმრისგან სრულიად განსხვავებული პასუხი გასცა:
„ის ჩემზე ყოველთვის ზრუნავს. მასთან თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ. წლების მანძილზე მხარში მედგა, როგორც ბედნიერების, ასევე უბედურების დროს“ - განაცხადა ქეითმა.