სიახლე

„ვახშამი თინათინ ბერიძესთან“ - ბესტსელერის ავტორი 13 თებერვალს მკითხველთან შეხვედრას გამართავს

„ვახშამი თინათინ ბერიძესთან“ - ბესტსელერის ავტორი 13 თებერვალს მკითხველთან შეხვედრას გამართავს
13 თებერვალს ქართველი ბესტსელერის ავტორი თინათინ ბერიძე მკითხველს შეხვდება. „ვახშამი თინათინ ბერიძესთან“ - შეხვედრაზე, რომელიც Golden Tulip Design-ში გაიმართება, სტუმრებს საშუალება ექნებათ, გაიცნონ ავტორი, დაუსვან კითხვები წიგნისა და პერსონაჟების შესახებ, გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები, მიიღონ მწერლის ავტოგრაფიანი წიგნი და რაც მთავარია, უბრალოდ სასიამოვნო საღამო გაატარონ საყვარელ ავტორთან ერთად.

შეხვედრა არაფორმალურ გარემოში ჩატარდება და სტუმრები შეძლებენ საყვარელ ავტორთან ერთად ღვინო და წასახემსებლები დააგემოვნონ.

თინათინ ბერიძე გახლავთ ქართველი ავტორი, რომლის წიგნის გაყიდვებმაც რეკორდი მოხსნა. მისი რომანი „მოპარული სიყვარული“
2022 წლის ბესტსელერების სიაში მოხვდა 10 000-ზე მეტი გაყიდული წიგნით.

თინათინი ფართო საზოგადოებამ კონკურსიდან „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გაიცნო. ის კონკურსის 2019 წლის გამარჯვებულია. თინათინ ბერიძე ხალხის რჩეული გახდა. მის რომანს „მოპარული სიყვარული“ პირველ ტურში როგორც ხალხის, ისე ჟიურის მხარდაჭერა ერთდროულად ხვდა წილად, მეორე ეტაპზე კი მკითხველმა აირჩია.

გასულ წელს თინათინმა კიდევ ერთი რომანი შესთავაზა მკითხველს. ეს გახლავთ „მეორე შანსი“. გამოცემამ წიგნის თაროებზე გამოჩენისთანავე საზოგადოების დიდი ყურადღება მიიქცია. მასში მოთხრობილია ისტორია, რომელიც მკითხველს ძლიერი ემოციებით იპყრობს.

შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ მითითებულ ბმულზე.

R

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93