მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაკავებული ბიჭის შესახებ წერს:
"ცრემლები წამომცვივდა, როდესაც გავიგე 14 წლის დაკავებული ბიჭის ფრაზა, გმირის შვილი ვარ, გმირის შვილი ვარო!
თქვე ვირიშვილებო! 8 აგვისტოს მიხვალთ სასაფლაოზე, მიიტანთ თაიგულს და ამ ბიჭს ყალბი მწუხარებით მხარზე ხელს მოუთათუნებთ, თითქოს რამეს გრძნობდეთ, რამე გაღელვებდეთ ან გწამდეთ!", - წერს გიორგი სუხიტაშვილი.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, საუბარია აგვისტოს ომში დაღუპული თამაზ ნიკიტინის ვაჟზე.