სიახლე

ნახეთ ირუ ხეჩანოვის სიმღერა, რომლითაც საქართველო 2023 წლის "ევროვიზიაზე" წარდგება (ვიდეო)

ნახეთ ირუ ხეჩანოვის სიმღერა, რომლითაც საქართველო 2023 წლის "ევროვიზიაზე" წარდგება  (ვიდეო)
სულ ცოტა ხნის წინ სიმღერის, სახელწოდებით Echo პრემიერა შედგა. როგორც ცნობილია, ირუ ხეჩანოვი ამ სიმღერით საქართველოს 2023 წლის "ევროვიზიის" კონკურსზე წარადგენს. სიმღერის ავტორი გიგა კუხიანიძეა, მისი ტექსტი კი ირუ ხეჩანოვსა და ბენი ქადაგიძეს ეკუთვნით. ვიდეორგოლის რეჟისორი ზაზა ორაშვილია.

ირუ ხეჩანოვი 22 წლის მომღერალია, რომელმაც საქართველოს "ევროვიზიაზე" წარდგენის უფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ „ვოისში“ გამარჯვებით მოიპოვა. ირუ მანამდე ჯგუფ „ქენდის“ წევრი იყო და 2011 წელს მონაწილეობას საბავშვო "ევროვიზიაზე" იღებდა, სადაც გამარჯვება მოიპოვა.

წელს "ევროვიზიის" კონკურსი ლივერპულში ჩატარდება.
2023 წლის "ევროვიზია", წესით, უკრაინაში უნდა გამართულიყო, რადგან გასულ წელს კონკურსის გამარჯვებული სწორედ უკრაინა გახდა, თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ევროფესტივალის ორგანიზატორი გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებელი BBC იქნება. კონკურსი 9-13 მაისს გაიმართება.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93