საბავშვო ბაღი რუსთავში - თვითმფრინავ იაკ-42-ის ბორტზე (+ ფოტო)
საბავშვო ბაღი რუსთავში - თვითმფრინავ იაკ-42-ის ბორტზე (+ ფოტო)
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ინტერნეტწყარო ავრცელებს.
იხილეთ ფოტოგალერეა

ალბათ, ყველა ბავშვს უოცნებია კოსმონავტობაზე. აი, პატარებმა ქალაქ რუსთავიდან ოცნება თითქმის აისრულეს და ისინი საბავშვო ბაღში, არც მეტი, არც ნაკლები, თვითმფრინავში დადიან.

შესაძლოა, ამ უცნაური საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სულაც არ გახდნენ მომავალში პილოტები და ბორტგამცილებლები, მაგრამ მათ ოცნება ნაწილობრივ უკვე აისრულეს.

ვის დაებადა იდეა, გაეხსნა მსოფლიოში ერთადერთი საბავშვო ბაღი თვითმფრინავში?

თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც პატარებს ოცნებები უსრულდებათ, ცოტა ხნის წინ Georgian Airways-ის კუთვნილება იყო. ახლახან კი ის რუსთავის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის დირექტორმა, გარი ჩაფიძემ შეიძინა და იქ სკოლამდელი დაწესებულება გახსნა.

რა თქმა უნდა, თვითმფრინავის ინტერიერი ნაწილობრივ გადაკეთებულია. აქ არის მაგიდები მეცადინეობისთვის და უამრავი სათამაშო პატარებისთვის, თუმცა პილოტების ოთახი თითქმის ხელუხლებელია. რა უნდა იყოს იმაზე შემეცნებითი და საინტერესო ბავშვებისთვის, ვიდრე თვითმფრინავის მემანქანის ნამდვილ კაბინაში ყოფნა, სადაც უამრავი ღილაკი და საჭეა.

თვითმფრინავის ბორტზე ერთდროულად 15 ბავშვს შეუძლია ყოფნა. იმისათვის, რომ თვითმფრინავი ბავშვებისთვის მეტად მოსახერხებელი და კომფორტული გაეხადა, შაპიძეს რამდენიმე თვე დასჭირდა, თუმცა მისი შრომა
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაფასდა: საბავშვო ბაღით აღფრთოვანებულები არიან არა მარტო პატარები, არამედ მათი მშობლებიც. აბა, რომელ ბავშვს დაეზარება და არ მოუნდება ასეთ საბავშვო ბაღში წასვლა?

გარი ჩაფიძემ მოახერხა და რეალობად აქცია თავისი გაბედული ჩანაფიქრი. მისი თქმით, ბავშვისთვის საბავშვო ბაღში ადაპტაციის პროცესი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს, ამ შემთხვევაში კი, უცნაური დიზაინი და ყოველდღიურად ოცნებაში ყოფნის შეგრძნება პატარებს უამრავ ფსიქოლოგიურ პრობლემას გადაალახვინებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მასალის წყარო: 

kulturologia.ru



ასევე იხილეთ: ბაგა-ბაღი თვითმფრინავში - რუსთაველი ინდიგო ბავშვები და მასწავლებელი-სტიუარდესები

ბაგა-ბაღი თვითმფრინავში - უჩვეულო ქართული გამოგონებით უცხოური მედია დაინტერესდა


კომენტარები (19)
რუსიკო
კაი რა : ირინკა : ნუ გასაგებია რომ მჯდარხარ თვითმფრინავში და თანაც მთელი სამი საათი, კიდევ კარგი სული არ შეგეხუთა თორემ შენს კომენტარზე ვეგარ ვიხალისებდი :))))))))))))))
თამო
აქ რომელი ნორმალური მიიყვანს ბავშვს .
ბუსა
ნერვოზი არა ნევროზი, გაქ არა გაქვს... :)))))) არ მაქვს ნევროზი, უბრალოდ ბანძებს და გაუნათლებლებს ვერ ვიტან. პატივი ეცით საკუთარ თავს და დეგენერატობებს ნუ წერთ :)))))))
nini
ბუსა სერიოზული ნერვოზი გაქ ;)
ბუსა
უკაცრავად და რა საინტერესოა ილუმინატორიდან რას უყურებთ 3 საათის განმავლობაში პატივცემულო? :)))))) ღრუბლებს? ფანჯრიდან ხედების და ლანდშაფტის ყურებით გართობა, რა, მატარებელია? :))))))) თვითმფრინავში თუ მჯდარხარ საერთოდ აეეეე. თუ არა, წადი მაგ ბაღში და წარმოიდგინე, რომ სამი საათი მიფრინავ და "ფანჯრიდან" იყურები :)))))))
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი სასიძოები და ექსპრეს სესხი
14:22 / 16-08-2017
ექსპრეს სესხი შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად მიიღოთ vivusge -ში. აქ მარტივი სესხები გაიცემა ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაბალ პროცენტში.
თურქეთის კურორტებს მასობრივად ტოვებენ ვირუსული ეპიდემიის გამო
13:57 / 14-08-2017
თურქეთს მასობრივად ტოვებენ ბავშვიანი ტურისტები, რადგან იქ კოქსაკის ვირუსი გავრცელდა საკმაოდ სწრაფად, განსაკუთრებით, ქვეყნის ზღვის კურორტებზე.
წარმოდგენაც არ გაქვთ, რა ხიფათში იგდებთ თავს, როცა "ჟელიბონს" მიირთმევთ - ინფორმაცია, რომელიც შეგძრავთ!
17:13 / 13-08-2017
საღეჭი რეზინის გარდა, თითქმის იგივე ქიმიური ინგრედიენტების ბაზაზეა დამზადებული მარმელადების დიდი ნაწილი, რომელიც მაღაზიის დახლებზე გვხვდება.
5 რამ, რაც შეიძლება გააკეთო, თუ თბილისიდან ვერ გადიხარ!
13:08 / 10-08-2017
ზაფხული, დასვენება, მზე, ზღვა, მთა, აუზი, რუჯი, გართობა - ეს ყველაფერი თითქმის სინონიმებია. ყველა, განსაკუთრებით, დასაქმებული ადამიანები, მთელი წელი სულმოუთქმელად ელიან ზაფხულს, რომ დაისვენონ, ენერგია აღიდგინონ.
GEM FEST-ის დაცარიელებული ტერიტორია ანაკლიაში - რა ხდება ფესტივალზე
15:33 / 09-08-2017
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ავტორი "GEM FEST"-ის დაცარიელებულ ტერიტორიას აჩვენებს.
საცურაო აუზები, რომლებითაც ბათუმში ისარგებლებთ
16:22 / 07-08-2017
ბათუმში დასვენების მოყვარულთათვის სიახლე არ იქნება ის, რომ აქ ხშირად წვიმს ან ზღვაა დაბინძურებული.
რა გამოკვლევები უნდა ჩაიტარონ საზღვაო კურორტებიდან დაბრუნებულმა ქალებმა
13:52 / 07-08-2017
რამდენად საჭიროა ზღვის სეზონის შემდეგ გინეკოლოგიური, პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება, როგორ უნდა დაიცვას ქალმა თავი ზღვაზე სხვადასხვა ინფექციისგან და როგორი ჩივილების შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს, ამ საკითხზე გინეკოლოგი ხათუნა შაიშმელაშვილი გვესაუბრება.
სტალკერი გოგონა გამოგონილი სამყაროდან
11:22 / 07-08-2017
მარკესს აქვს ნათქვამი, თუ შენი ნაწერი ადამიანებს სიამოვნებას ჰგვრის, ესე იგი, წერის უფლება გაქვსო. რა სჭირდება კარგ მწერალს? ცოცხალი სიუჟეტი, ფანტაზია, თხრობის მსუბუქი სტილი და... მარჯვე ხელები...
ნამდვილი წალკოტი თბილისში - დაათვალიერეთ მანანა მანჯგალაძის ულამაზესი სახლი
11:19 / 07-08-2017
ჟურნალისტი და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე დიღომში ცხოვრობს.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31