თურქული სერიალის, "ასის" მთავარი როლის შემსრულებელი ტუბა ბიუიუკუსტიუნი – არა მარტო თურქეთის, არამედ მეზობელი ქვეყნებისა და არაბული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობია.
ტუბა 1982 წლის 5 ივლისს სტამბულში დაიბადა. დაამთავრა Dogus-ის საშუალო სკოლა, რომლის შემდეგაც კოსტიუმების მხატვრისა და დეკორატორის ფაკულტეტზე ჩააბარა მიმარ სინანის სახელობის ხელოვნების უნივერსიტეტში.
სწავლის პერიოდში ტუბას აქტიურად იღებდნენ სხვადასხვა სარეკლამო რგოლში. ის აკეთებდა ისეთი ცნობილი ბრენდების რეკლამას, როგორებიცაა Pantene, Maximum Cart, Kremini, Molped და სხვა.
ერთ-ერთმა საიუველირო კომპანიამ კი მსახიობს 1 მილიონი დოლარი გადაუხადა. გადაღებებისთვის ტუბას დუბაიში მოუწია ჩასვლა.
მალე ის ცნობილმა რეჟისორმა ტომრის ჰირიტლიოღლუმ შეამჩნია და... მისი დებიუტი კინოში სერიალ "სულთან მაკამიში" შედგა.
თუმცა პოპულარობა ტუბას მაინც სერიალმა "ასმა" მოუტანა, რომელიც 2007-09 წლებში გამოვიდა თურქეთის ტელეეკრანებზე. გადაღებების დროს ტუბამ გაიცნო დამდგმელი ოპერატორი სამი საიდანი, რომელთანაც რომანი გააბა, თუმცა 2010 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
2011 წელს ტუბა მსახიობს, ონურ სალაკს გაჰყვა ცოლად, რომლისგაც მას ტყუპი გოგონები – მაია და ტოპრაკი ჰყავს.
დღესდღეობით ტუბა მსახიობობას აქტიურად უთავსებს დედობას და ფოტომოდელობას. ის თმის მოვლის საშუალებების მწარმოებელი კომპანია Pantene-ის სახეა.