ამერიკელმა იდენ ვუდმა სილამაზის დედოფლის კარიერაზე უარი თქვა. გოგონას დედის განცხადებით, ახლა 6 წლის იდენი სულ სხვა საქმით დაკავდება.
იდენი აქამდე თითქმის ყველა საბავშვო სილამაზის კონკურსში მონაწილეობდა და 300-ჯერ აქვს მოგებული ასეთი კონკურსები. პატარა გოგონა ბავშვთა სილამაზის კონკურსების მეგავარსკვლავია.
თუმცა ამიერიდან კონკურსებში აღარ მიიღებს მონაწილეობას. დედამისი აპირებს მინი-იმპერიის შექმნას თავისი ქალიშვილის სახელით. გამოუშვებენ მუსიკალურ ალბომს, იდენის ასლ თოჯინას, ასევე წიგნებს მასზე.
ვუდი-უფროსის თქმით, ასეთი ცვლილება გოგონას განვითარებას შეუწყობს ხელს და აპოვნინებს იმას, რაც მომავალში შეიძლება უფრო მოსწონდეს.
რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით თვით იდენი, უცნობია. თუმცა შეკითხვაზე, ვინ უნდა რომ გახდეს, პატარა დედოფალი ასე პასუხობს: "სუპერვარსკვლავი".