გუშინ, შუადღეს, ლოს-ანჯელესში ჯასტინ ბიბერი ავარიაში მოყვა.
მომღერალი საკუთარი Ferrari-ს ტიპის ავტომობილით Honda-ს დაეჯახა. ლოს- ანჯელესის პოლიცია მომხდართან დაკავშირებით მხოლოდ იმას აცხადებს, რომ შემთხვევის შედეგად მნიშვნელოვნად არავინ დაშავებულა.
როგორც მოწმეები აცხადებენ, Honda-ს ტიპის ავტომობილი მოულოდნელად გამოვარდა მოსახვევიდან და გეზი პირდაპირ ბიბერის ფერარისკენ აიღო.