გერმანული ავეჯის ბრენდი KARE Design-ი, რომელიც რამდენიმე თვეა, რაც ხმაურით შემოვიდა საქართველოს ბაზარზე, მადლობას უხდის ყველა მომხმარებელს აქტიურობისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანი და ბედნიერები ვართ, თუ თქვენი სახლის ინტერიერში შევიტანეთ სიხალისე და სითბო.
KARE Design-ი აგრძელებს საქართველოში სიახლეების დანერგვა და iOS-სისტემის მფლობელებს გთავაზობთ KARE Room Designer APP-ს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, სახლიდან გაუსვლელად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ავეჯი, განათება და აქსესუარი თქვენი სახლის ინტერიერისთვის.
KARE Room Designer APP-ის გადმოწერა სრულიად უფასოა და მისი გამოყენებისთვის არ არის საჭირო, იყოთ დიზაინერი. უბრალოდ, მიმართავთ თქვენი iPad-ის ან iPhone-ის კამერას ოთახის ნებისმიერ კუთხეში და აარჩევთ KARE-ს 5000-ზე მეტი დასახელების პროდუქციიდან იმას, რომელიც ყველა მეტად მოუხდება თქვენი ოთახის ინტერიერს.
შეგიძლიათ შექმნათ რამდენიმე ინტერიერი და გადაუგზავნოთ მეგობრებს ან KARE-ის თბილისის მაღაზიას მისამართზე info@kare.ge, საიდანაც სახლიდან გაუსვლელად მიიღებთ პასუხს თქვენს ინტერიერში გამოყენებული პროდუქციის მასალების, ზომებისა და ფასების შესახებ.
მეტი ინფორმაციისთის შეგიძლიათ გაეცნოთ KARE Room Designer-ის აპლიკაციის ვიდეოს YouTube-ის არხზე (იხილეთ ლინკი ქვემოთ) ან ესტუმროთ ჩვენს ავეჯისა და აქსესუარების მაღაზიას თბილისში, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი 38.
https://www.youtube.com/watch?v=P2EsYVPoz7Q
არ დაგავიწყდეთ, თვალყური ადევნოთ ჩვენს გვერდს www.facebook.com/KARE.Tbilisi თბილისი, სადაც მუდმივად მიიღებთ ინფორმაციას ახალი კოლექციებისა და აქციების შესახებ.
დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო.
თქვენი KARE-ის გუნდი.
R