ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის აყვანილ შვილს - პაქსს, ფსიქიატრის დახმარება დასჭირდა. ვიეტნამელი ბავშვი წყვილმა 2007 წელს იშვილა.
ბოლო დროს ბავშვი მეტისმეტად აგრესიული გამხდარა ძმებსა და დებთან ურთიერთობაში, ამიტომ მშობლებმა გადაწყვიტეს, ექიმისთვის ეჩვენებინათ.
- ძალიან მოჩხუბარი გახდა. აწვალებს და აჯავრებს თავის ხუთი წლის და შაილოს და უფროს ძმა მედოქსსაც კი. სხვა ბავშვებთანაც უჭირს ურთიერთობა, - ამბობს ოჯახთან დაახლოებული წყარო.
სავარაუდოდ, ბიჭუნას აგრესიის მიზეზი ვიეტნამში მისი არცთუ დალხენილი ცხოვრება გახდა, თანაც ალბათ უჭირს ასეთი ცნობილი მშობლების შვილობასთან შეგუება და პრესის გამუდმებული ყურადღების ატანა.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)