როგორც დასავლური პრესა ირწმუნება, სანდრა ბალოკი და მსახიობი რაიან რეინოლდსი -სკარლეტ იოჰანსონის ყოფილი მეუღლე, დაინიშნენ.
სანდრასა და რაიანის ურთიერთობის შესახებ ჯერ კიდევ 2010 წელს გავრცელდა ხმები. მათ ერთ-ერთი ფილმის გადაღებებზე გაიცნეს ერთმანეთი და ამბობენ, რომ მას მერე გაჩაღდა მათი რომანიც.
რაიანი ცოლს რომ ოფიციალურად დაშორდა, სანდრამაც გაბედა "სააშკარაოზე" გამოსვლა და ახალგაზრდა მსახიობს უკვე ოფიციალურ მიღებებზეც ახლდა თან. სანდრაც შარშან გაშორდა ქმარს -მისმა მეუღლემ ჯესი ჯეიმსმა პორნომსახიობთან უღალატა.
დანიშვნის შესახებ მსახიობებს ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ, სავარაუდოდ, ამ მისიას მალე მათი პრესმდივნები იკისრებენ.