14-დან 21 მაისამდე, ჟურნალ "გზასთან" ერთად, სერიით "ჩემი რჩეული მსოფლიო", ერიხ მარია რემარკის 8-ტომეულის მეორე ტომი - "დაბრუნება" გაიყიდება. წიგნის ფასი, ჟურნალთან ერთად, 7 ლარია.
გთავაზობთ რემარკის ცნობილ ფრაზებს, რომლებიც კიდევ ერთხელ ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ.
• სიყვარული სნეულებასავით არის - ნელა და შეუმჩნევლად ადნობს ადამიანს; ხოლო, როცა შეამჩნევ და მისგან თავის დაღწევას მოინდომებ, ძალა გღალატობს.
• რასაც კი სხეული ეხება – ლოგინი, თეთრეული, აბაზანაც კი – როგორც კი ადამიანის სითბოს მოსცილდება, იმწამსვე კვდება. სითბოს რომ კარგავენ, საგნები აღარ გვიზიდავენ.
• არაფერი ისე არ ქანცავს ადამიანს, როგორც ყბედობა.
• თუ სისულელეების ჩადენაზე ხელი ავიღეთ, ჩანს, დავბერებულვართ.
• ადამიანი უსიყვარულოდ იგივეა, რაც მიცვალებული შვებულებაში.
• აცხოვრე ქალი თუნდაც რამდენიმე დღით ისე, როგორც მუდმივად არ შეგიძლია აცხოვრო და მას აუცილებლად დაკარგავ.
• გარკვეულობა არასოდეს აყენებს ადამიანს ტკივილს. ტკივილს გვაყენებს მხოლოდ "მანამდე" და "შემდეგ".
• არაფერს არ უნდა მიეჩვიო, ქალის სხეულსაც კი.
• ვინც მეტისმეტად ხშირად იხედება უკან, იოლად წაჰკრავს რასმე ფეხს და დაეცემა.
• გიყვარს – ეს ნიშნავს, მასთან ერთად დაბერება გინდა.
• ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო - სხვა ყველაფერი სიყალბეა.
• ყველაზე უფრო დაუჯერებელი ამბავი ყველაზე უფრო ლოგიკური აღმოჩნდება ხოლმე.
• ცხოვრება მეტისმეტად ხანგრძლივია ერთი სიყვარულისთვის.