ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში დედამიწის ულამაზესი ქალბატონი დაასახელეს. წლევანდელი "მის სამყაროს" ტიტული, ანგოლელმა ლეილა ლოპესმა დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი დონის კონკურსში ანგოლას პირველად ხვდა წილად ასეთი დიდი წარმატება.
გამარჯვებულს ძვირფასი თვლებით მოოჭვილი, 120 000 დოლარად შეფასებული გვირგვინი, გასული წლის "მის სამყარომ", ხიმენა ნავარეტემ გადასცა.
"მის სამყაროს" ტიტულის გარდა, ლეილა ნიუ-იორკში მდებარე ბინის მფლობელიც გახდა. ერთი წლის განმავლობაში ლეილა უამრავ საქველმოქმედო თუ გლამურულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
უმარავი მადლობის შემდეგ, ღონისძიების მიწურულს ლამაზმანმა განაცხადა, რომ უცხოპლანეტელების სჯერა.
კითხვაზე- ვინ იქნებოდა, რომ არა ადამიანი, დაუფიქრებლად უპასუხა, რომ სურს პეპელა იყოს. "ისინი ძალიან ლამაზები არიან და თანაც ფრენა შეუძლიათ",- განაცხადა ლეილამ. მისი შემდეგი ფრაზა კი ასე ჟღერდა: "ბევრად მაგარია, იყო ქალი, ვიდრე მამაკაცი",- თუმცა ამ სიტყვების ახსნა ლოპესს არც უცდია.
იხილეთ ფოტოგალერეა