ჰოლივუდელი ლამაზმანი, სკარლეტ იოჰანსონი, ჰაკერების მსხვერპლი გახდა. მსახიობს ინტიმური ფოტოები მოპარეს და ინტერნეტქსელში გაავრცელეს.
26 წლის იოჰანსონი ამ ფაქტმა ისე აღაშფოთა, რომ სასწრაფოდ გამოძიების ფედერალურ ბიუროს მიმართა. როგორც აღმოჩნდა, ჰაკერებმა ამ ფოტოების ხელში ჩაგდება მსახიობის ტელეფონიდან შეძლეს.
იოჰანსონი ხშირად იღებდა საკუთარი აპარატით ინტიმურ ფოტოებს, რომლებიც ახლა უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია. ჰაკერებმა იოჰანსონის გარდა, ჯასტინ ტიმბერლეიკსა და მილა კუნისზეც მიიტანეს იერიში.
მილა სააბაზანოში დგას შიშველი, ხოლო დედიშობილა ჯასტინი საწოლზე ნებივრობს.
იხილეთ ფოტოგალერეა