facebook-ის celeblook-ი - სელენა გომესი
თუ თქვენ არ ხართ იმ 30 000 ადამიანს შორის, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებ, მაშინ დიდი შანსია არ იცოდეთ ვინ არის სელენა გომეზი, ან როგორაა სელენას ორი ლეკვი, ერთი ოთხფეხა და ერთიც ჯასტინ ბიბერი.
მოკლედ ეს არის ერთი საყვარელი ამერიკელი გოგონა, რომელიც ხან მღერის, ხან ცეკვავს და ხან თავის ლეკვუნიებს კოცნის სახალხოდ.
ჰოდა გიჟდებიან, აღმერთებენ და ცამდე აჰყავთ, ეთაყვანებიან, არადა ეს გოგო 18 წლისაა და ჯერ თავში მხოლოდ რამდენიმე რამეზე ფიქრობს- როგორ მოაწონოს ბიჭებს თავი, რომელი კაბა ჩაიცვას და როგორ აჯობოს ლეგენდარულ ვარსკლავებს facebook-ის "ლაიქებში" მაინც.
ჰოდა თაყვანისმცემელი რის თაყვანისმცემელია სურვილი, რომ არ აუსრულოს თავის თინეიჯერ კუმირს და გა-და-მწარებულები ალაქიებენ ყველაფერს, რაც სელენას სოციალურ გვერდებზე გამოჩნდება (კიდევ საკითხავია თვითონ წერს თუ არა "ამხელა დონის ვარსკლავი" ამ სტატუსებს, რომ კითხო თავის მოსაფხანად არ სცალიათ).
მაგალითად დღეს სოც-ქსელ facebook-ზე ამ საყვარელმა გოგონამ დაწერა ცუდად ვარ და დილიდან უამრავი წამალი დავლიეო. იქ ამბავი ატყდაააა. ცნობილი რომ არ ყოფილიყო, ვიფიქრებდი ცხოვრებაში ბევრი ცუდი რამე გააკეთა მეთქი. სტატუსი ზუსტად 30250 ადამიანმა მოიწონა, ხოლო კომენტარები (ბოლოს, რომ ვნახე) 9898 ცალი იყო - ესეც როგორი სიმბოლური ციფრია.
ჰოდა, რა ვიცი პატარა გოგონას უამრავო ფანო, დაფიქრდით რას იწონებთ ხოლმე. არაა მოსაწონი საქმე ცუდად რომ არის თქვენი კუმირი სჯობს ეს პოსტი დაალაიქოთ და სელენას სხვა ფანებსაც გააცნოთ :)) იქნებ რამე უფრო ორიგინალური მოიფიქრონ კუმირის თვალში გასაჩხერად.