ობამასა და კარდაშიანების ოჯახები, ძალიან გავლენიანად ითვლება ამერიკაში, თუმცა ცოტა ხნის წინ მათ შორის "დაუნდობელი" ბრძოლა გაჩაღდა. რას ვერ იყოფენ თანამედროვე "მონტეკები" და"კაპულეტები"?
კარდაშიანების ოჯახი მას მერე აღშფოთდა, რაც მიშელ ობამამ საჯაროდ განაცხადა, ჩემი მეუღლე ბავშვებს სერიალ "კარდაშიანების ოჯახის" (Keeping up with the Kardashians) ყურებას უკრძალავსო. ამას გარდა, ბარაკ ობამამ ინტერვიუში განაცხადა, არასოდეს მიყურებია ამ შოუსთვის და არც ვაპირებო.
ცოლ-ქმარი ობამები თვლიან, რომ კარდაშიანების შოუ კარგი გაკვეთილი ვერ იქნება მათი შვილებისთვის და მეტიც, შეიძლება მოზარდებზე უარყოფითადაც იმოქმედოს. დებმა კარდაშიანებმა ამ ყველაფრის შემდეგ იერიში მიშელ ობამაზე მიიტანეს და მისი გარდერობის ყველა ნივთი საჯარო განხილვის საგანი გახადეს. ბუნებრივია, პირველ ლედის გემოვნება დაუწუნეს, ხოლო მის ჩაცმულობას "სოფლური" უწოდეს.
ყველაზე მეტად აღშფოფებული ხლოე კარდაშიანია. რომელმაც 2009 წელს ბარაკ ობამასთან თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ განაცახადა, რომ პრეზიდენტი გამუდმებით უყურებს კარდაშიანების შოუს და აღფრთოვანებას ვერ მალავს ამის გამოო.