Facebook-ის celeblook-ი ჯასტინ ბიბერი
ამას დღის კი არა წლის სტატუსი უფრო მოუხდებოდა სათაურად. გუშინ სელენაზე დავწერე და დღეს მაგის "ცუნცულა" რომ არ მეხსენებინა თავს დამნაშავედ ვიგრძნობდი. ჯასტინის სტატუსებზე ყოველთვის ერთი ამბავია.
რა ხდება იცით? თავის უამრავ-მილიონიან სოც-გვერდებზე ყოველ დღე წერს დარჩა ამდენი და ამდენი დღეო. გაგიჩნდებათ კითხვა სადამდე დარჩაო. სადამდე და რა თქმა უნდა ახალი ალბომის გამოსვლამდე!
ეს დარჩენილი დღეების ათვლა ერთი წლის წინ, უფრო ზუსტად კი 361 დღის წინ დაიწყო.
აი ასე, არ ეზარება. შედის ყოველ დღე და ასტატუსებს და ფანებსაც მოსწონთ. ალაიქებენ... გამუდმებით... ყოველ დღე ალაიქებენ ერთსა და იმავე ფრაზაში შეცვლილ ციფრებს.
დღეს მაგალითად 5 საათის წინ დაწერილ #4DAYS - უკვე 24 645 მომწონებელი ყავს.
ისე მაინც რა არის ეს კონკურენცია. სელენას ცუდად ყოფნა 30 000-მა მოიწონა და ჯასტინის ახალი ალბომი კი სულ რაღაც 24 000-მა.
ჯასტინ just in გულში ნუ ჩაიდებ, შენც იქნები ცუდად