მომღერალი და ტელეწამყვანი ნინა წკრიალაშვილი მალე ბიზნესლედის სტატუსსაც მოირგებს. წკრიალაშვილმა თბილისში თეთრეულის მაღაზიის გახსნა გადაწყვიტა. ამ საქმეში მასთან ერთად მომღერლის მეგობარი ნელიკო ნაჭყებიაა.
ნაჭყებია საზოგადოებამ რეალითი-შოუ "ჯეობარიდან" გაიცნო. მოგვიანებით მან, ისევე, როგორც ნინამ, ქართული "ფლეიბოისთვისაც" გაიხადა. გოგონები დიდი ხანია მეგობრობენ და ახლა ერთობლივი ბიზნესის დაწყებაც გადაწყვიტეს. ამის შესახებ ნინა წკრიალაშვილმა "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ისაუბრა:
"მე და ჩემი პარტნიორი, ნელიკო ნაჭყებია, ერთ თვეში გავხსნით მაღაზიას, სადაც გაიყიდება საქართველოში დამზადებული, ქალისა და მამაკაცის საკმაოდ ხარისხიანი თეთრეული. იქნება წინდებიც, საცურაო კოსტიუმები, ხალათები. მაღაზია ფალიაშვილზე იქნება. სურვილი გვაქვს, ქსელური მაღაზია იყოს, მთელი საქართველოს მასშტაბით.
- სად დაისვენეთ?
- თავიდან მე და ნელიკო სენტროპეში ვიყავით და მერე ჩემს მეგობარ თამარასთან ერთად ბოდრუმში გახლდით. ოღონდ სულ მეძინა და სანაპიროზე ვიყავი ხოლმე, სასტუმროდან არ გამოვსულვარ... ყველას ჰგონია, რომ კლუბიდან არ გამოვდივარ, მაგრამ მართლა არაფერი მაინტერესებს საქმისა და ძილის გარდა. თუ არ მძინავს, საქმესაც ვერ ვაკეთებ. საქმეს თუ ვერ ვაკეთებ, ფული არ მაქვს და უფულობა არ შემიძლია. განაგრძეთ კითხვა