საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 41 წლის ასაკში გათხოვდა.
მისი მეუღლე კი საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყოფილი დირექტორი, 32 წლის ნუგზარ(ნუგო) კაკულიაა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 9 წელია. მათი დაქორწინების შესახებ თეა წულუკიანის "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან გახდა ცნობილი, სადაც ქალბატონმა მინისტრმა ქორწინების მოწმობასთან ერთად თავისი რჩეულის ფოტოც გამოაქვეყნა.
სოციალურ ქსელში თეა წულუკიანის დაქორწინებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ თემასთან დაკავშირებით, ნახეთ, რას წერენ ცნობილი ქართველები.
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი:
"ტეხავს წულუკიანის გათხოვებაზე ღლიცინი. მაგრად თან.
P.s. ვულოცავ. ბედნიერება მას."
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია:
"თეა წულუკიანის გათხოვებაზე (როგორც სააგენტოები წერენ, თორემ უფრო სწორი იქნებოდა, დაქორწინებაზე) ღლიცინი, @@@ობაა.
p.s. ჩემზე მეტად თეა წულუკიანი არა მგონია ვინმეს არ ეპიტნავებოდეს, გასაგები მიზეზების გამო."
უფლებადამცველი ბაია პატარაია:
"რაღაცნაირად მეცოდება ყველა, ვინც გულმოდგინედ ითვლის თეა წულუკიანისა და მისი ქმრის ასაკობრივ სხვაობას, რათა მერე რაღაც საწყალობელი ხუმრობა მოიგონოს.
პ.ს. სხვათა შორის, ეგ წყვილი რამდენიმეწლიან ურთიერთობას ითვლის - გასკდით გულზე... მერე ცივი წყალი დალიეთ და მიხედეთ საკუთარ ცხოვრებას..."
გაგრძელება