ია ფარულავამ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა სტატუსი, რომლის მიხედვითაც, "დეშელი" პიარის მიზნით მის სახელს იყენებს. კომპანიიდან ხალხს ურეკავენ და ატყუებენ, რომ მათი მომხმარებელი ია ფარულავაა.
''ყველაზე მაგარი ისაა, რომ თავად კუბლაშვილი ამბობს, რომ არ იცის, ვინ აკეთებს ამას. მე მაგათ ვაჩვენებ სეირს''..., წერდა ია.
მსახიობის სკანდალური სტატუსის შემდეგ ჩვენ შევეცადეთ, დავკავშირებოდით მარიტა კუბლაშვილს, მაგრამ კონტაქტზე ვერ გავედით. მოგვიანებით, მარიამმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც კომპანია "დეშელის" შესახებ ცნობილი სახეები საუბრობენ.
ვიდეოს თან ახლავს სტატუსი. მარიტა მომხდართან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ის უბრალოდ კომპანიის დირექტორია და არა მფლობელი. "თუ პირადი სამიზნე მე ვარ, მაშინ კომპანია შეგეშალათ, მე ნამდვილად მეკუთვნის კომპანია "მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი", - წერს ადვოკატი.
ვიდეოში "დეშელის" პროდუქციის ეფექტურობაზე საუბრობენ მსახიობები: მარინა ჯანაშია, ნინა წკრიალაშვილი, ნინო ლორთქიფანიძე, მარინა კახიანი და მარინა სალუქვაძე. ისინი ამბობენ, რომ "Luxury cosmetics"-ის, იგივე ''დეშელის'' პროდუქციის მომხმარებლები არიან, მოხიბლულები არიან თანამშრომლების მომსახურებით და პროდუქციის ხარისხით.
მარიამ კუბლაშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.