რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ულამაზესი გვანცა დარასელია მეორე შვილს ელოდება.
ტელეწამყვანს და მის პოლიტიკოს მეუღლეს ერთი ვაჟი, ერეკლე ჰყავთ, სულ ცოტა ხანში კი მათ ოჯახს კიდევ ახალი წევრი შეემატება.
ორსულობის პერიოდი გვანცამ საკმაოდ აქტიურად გაატარა და დღემდე "სხვა შუადღის" ეთერში ვხედავდით. ორშაბათიდან კი უკვე დეკრეტში გადის და ცოტა ხნით ეკრანს ჩამოშორდება. ამასთან დაკავშირებით, წამყვანებმა ფოტოსესიაც მოაწყვეს, გვანცამ კი შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:
"თუ ბავშვი მართლა გრძნობს ემოციებს და ესმის ხმები მუცლად ყოფნის დროს, ესე იგი, ჩემი გუნდის სახით მას უკვე ჰყავს საოცრად მოსიყვარულე და მზრუნველი მეგობრები. მე მიყვარს ჩემი სამსახური და ჩემი ადამიანები ამ სამსახურში..." განაგრძეთ კითხვა