იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ცხოვრებაში სიახლეა. ის ცოტა ხნის წინ დაქორწინდა და ბავშვს ელოდება, თუმცა აქტიურ მუშაობას არ ერიდება და ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის მაინც ზრუნავს.
მინისტრის ცხოვრება სავსეა საინტერესო მოვლენებით, დატვირთული გრაფიკით, შრომით მიღწეული წარმატებებით. OK!-ის და მინისტრის შეხვედრა ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში შედგა, რომელიც 2016 წელს, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გაიხსნა და საქართველოს დოკუმენტური მეხსიერების ყველაზე დიდი საცავის – ეროვნული არქივის პირველი საგამოფენო დარბაზია.
ვრცლად საკუთარ თავზე, ინტერესებსა და ახალშექმნილ ოჯახზე თეა წულუკიანი OK!-სთან საუბრობს:
- ქალბატონო თეა, გაიხსენეთ საქართველოდან წასვლის წლები, მიზეზები და შემდეგ დაბრუნება...
- საქართველოდან რამდენჯერმე წავედი − სასწავლებლად და სამუშაოდ, თუმცა ისევ დავბრუნდი. პირველად სკოლაში სასწავლებლად წავედი და შემდეგ სახელმწიფო მართვის სკოლა ENA-ში სასწავლებლად, სადაც ამზადებენ უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლეებს და მაღალჩინოსნებს. ბოლო დაბრუნებამდე სტრასბურგის სასამართლოში ვმუშაობდი. გაგრძელება