2016 წლის ბოლოს ირინა სარიშვილს მეოთხე შვილი, გიორგი დაეღუპა.
პოლიტიკოსი მშობლებისგან მიტოვებულ გიორგის საავადმყოფოში შეხვდა. ბავშვს უიმედო მდგომარეობა ჰქონდა, მაგრამ ქალბატონმა ირინამ მისი შვილად აყვანა გადაწყვიტა. ორი თვე გვერდიდან არ მოშორებია, ეს პერიოდი საავადმყოფოში გაატარა დედა-შვილმა.
გიორგის მდგომარეობა დამძიმდა, ოპერაცია დასჭირდა, აღმოჩნდა, რომ სულ სხვა რამ აწუხებდა და სულ სხვაზე მკურნალობდნენ. ოპერაციას გულმა ვერ გაუძლო და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ სახლში მომლოდინე ძმების გაცნობა ვერ მოასწრო. ენით აუწერილი იყო დედის ტკივილი...
გარკვეული დროის განმავლობაში დედა ამ თემაზე ვერც საუბრობდა (იხილეთ სტატია).
აი, რამდენიმე თვის შემდეგ კი ირინა სარიშვილის ცხოვრებაში კიდევ ერთი სასწაული მოხდა. როგორც საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" წერს, გიორგიმ მას ტყუპი, მეხუთე და მეექვსე შვილი „გამოუგზავნა“: განაგრძეთ კითხვა