ქართველი სელებრითები ხანმოკლე ოჯახების შექმნით ბოლო დროს საზოგადოებას აოცებენ, უფრო სწორად, ჯერარშექმნილ ოჯახებს ქორწილამდე ანგრევენ.
ბექა ჩხაიძის და თეონა ჯაფარიძის ოჯახის დანგრევის შემდეგ თბილისში მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის და ბათუმელი ლამაზმანის, ნინიკო ნაცარიშვილის ოჯახის დანგრევის შესახებ ალაპარაკდნენ.
ნინიკოს და ლევანის ურთიერთობა ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მაშინ, როცა ყველას ეგონა, რომ ის მომღერალ სალომე წვერაიძეზე დაქორწინდებოდა, მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ 18 წლის აბიტურიენტს გაუმიჯნურდა.
ნინიკო ნაცარიშვილი ულამაზესი ბათუმელი გოგონაა, რომელმაც ნაადრევ ასაკში შექმნა ოჯახი, მან ფეხბურთელ გიორგი ჩელებაძეზე იქორწინა, თუმცა დაშორდნენ და გოგონამ მეორედ დაოჯახება სცადა.
ნინიკოს ჯიბღაშვილმა ხელი იანვარში სთხოვა. ამ ფაქტს გაბედნიერებული შეხვდა ჯიბღაშვილის დედა, რომელმაც შვილის ნიშნობის შემდეგ სოციალურ ქსელში გულისამაჩუყებელი პოსტიც დაწერა.
ნაცარიშვილი-ჯიბღაშვილის წყვილის დაშორების შესახებ თბილისში დიდი ხნის წინაც ჭორაობდნენ. ლევანი შეძლებული, წარმატებული და სიმპათიური მამაკაცია. ბუნებრივია, უამრავი თაყვანისმცემელიც ჰყავს. გაგრძელება