მას შემდეგ რაც მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი საცოლეს ნინიკო ნაცარიშვილს დაშორდა, წყვილის გარშემო ინტერესი არ ცხრება.
როგორც რამდენიმე დღის წინ Ambebi.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჯიბღაშვილის დედამ განაცხადა, მისმა შვილმა ნინიკო ნაცარიშვილთან დაშორების გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო. თავად წყვილი დაშორების მიზეზზე საუბრისგან თავს ამ დრომდე იკავებდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ჯიბღაშვილის ყოფილმა საცოლემ "ფეისბუქზე" სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა:
"ჰმმ.. ნაბიჭვარი გამიგია, მაგრამ ასეთი – არა! მაქსიმალურად ვცდილობდი, თავი შემეკავებინა მსგავსი შეტყობინებისგან, თუმცა სხვა გზას არ მიტოვებს ადამიანი, რომელიც "ოქროში ამოვლებული ქაღალდის ნაგლეჯით" აცნობს თავს საზოგადოებას! გაგრძელება