რთულია, გახდე ცნობილი ადამიანი, თუ მშვიდი და ერთფეროვანი ცხოვრება გაქვს. რაც უფრო მრავალფეროვანია სელებრითის ყოველდღიურობა და რაც უფრო აქტიურად ცხოვრობს, მით უფრო დიდ ინტერესს იწვევს და შესაბამისად, უფრო პოპულარულია.
შეიძლება ითქვას, შოუბიზნესი სკანდალებითა და ხმაურიანი ამბებით საზრდოობს.
გთვაზობთ ტოპ-5 შოუბიზნესურ სკანდალს:
ცოცარა და ბაბეტა - ამ ორ ადამიანს ერთი რამ აქვს საერთო: მათ სახელებს ყოველთვის თან ახლავს სიტყვა სკანდალი და მათი პოპულარობაც, შეიძლება ითქვას, სწორედ ამან განაპირობა. წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, როცა ისინი ერთად აღმოჩნდებოდნენ? თუმცა წარმოსახვის უნარი აქ რა სახსენებელია, ეს ამბავი ხომ ყველამ იცის?! რთულია ასეთი სკანდალის დავიწყება, მით უმეტეს, როცა საკუთარი თვალით გაქვს ნანახი. ამბობენ, გაგონილს ნანახი სჯობსო, ცოცარასა და ბაბეტას ინტიმური სცენა კი მთელმა საქართველომ ნახა.
ცოცარას შეყვარებულმა პარტნიორის "დატესტვა" გადაწყვიტა. ის ნიკა გრიგოლიასთან და "ერთგულების ტესტის" გადამღებ ჯგუფთან ერთად იცდიდა იქვე, ახლოს და ფარული კამერით ადევნებდა თვალს მოვლენების განვითარებას. ვნებებს აყოლილმა ცოცარამ თავი ვეღარ შეიკავა და ის ერთგულების ტესტში ჩაიჭრა. მას ვერ წარმოედგინა, რა ხდებოდა მის თავს, როდესაც ის შეყვარებულმა "ფაქტზე დაიჭირა", თავზარდაცემული წამოიჭრა, ბაბეტა მიატოვა და გოგონას დაედევნა, რის გამოც "ბაბეს" სახეზე აშკარა უკმაყოფილება დაეტყო. უცნობია, რა მოხდა შემდეგ, მაგრამ ბაბეტასა და ცოცარას ინტიმური კადრები სოციალურ ქსელებში განხილვის ობიექტად იქცა.
ანრი ჯოხაძემ თავისი კლიპისთვის გაიხადა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა მდედრობითი სქესის წარმომადგენელი მოდელების სიშიშვლეც კი დიდი იშვიათობა იყო საქართველოში, კაცისგან მსგავსი ნაბიჯი ნამდვილი აფეთქება იყო. ალბათ, ფაქტის რეიტინგულობა დრომ განაპირობა, მოგვიანებით რომ მომხდარიყო ეს ამბავი, ცხადია, ყურადღებას მიიქცევდა, მაგრამ ამხელა ხმაურს ნამდვილად არ გამოიწვევდა. შეიძლება ითქვას, ეს იყო ისტორიული მოვლენა, ანრი ჯოხაძე - პირველი ქართველი კაცი, რომელიც კამერების წინ გაშიშვლდა. გაგრძელება