არავინ იცის, რა ამოუხსნელი ფენომენია, მაგრამ ფაქტია, რომ ლევან ჯიბღაშვილი გამოჩენისთანავე იქცა პოპულარულ მსახიობად. ხალხს სალაპარაკოს არასდროს აკლებს, საკუთარი აზიატი ხასიათის გამო ყველა ინტერვიუს შემდეგ ქარ-ცეცხლში ეხვევა, ბოლო დროს, საცოლესთან დაშორების შემდეგ კი, მის მიმართ ინტერესი ერთიორად გაიზარდა.
მართალია, საკუთარ თავს ჭკვიან ადამიანად მიიჩნევს, მაგრამ ოჯახი, რომლის შექმნასაც ამდენი ხანი ელოდა, ისე დაენგრა, ალბათ, ვერც გაიაზრა ნინიკო ნაცარიშვილის სიყვარული. ვინ იცის, იქნებ ეს ქორწინებაც იმიტომ ჩაშალა, რომ ზედმეტად ჭკვიანია, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, შემოგთავაზოთ 5 საუკეთესო დარიგება ლევან ჯიბღაშვილისგან.
1. არ არის აუცილებელი, განათლება მაინცდამაინც სამსახურში გამოიყენო. შვილები რომ გეყოლება და შეკითხვას დაგისვამენ, პასუხი უნდა გქონდეს. გაკვეთილის მომზადებაში რომ ვერ დაეხმარება მესამეკლასელ ბავშვს დედა, ასეთი ცოლი რად მინდა. ლენჩი დედა რომელ ქმარს სიამოვნებს?
2. ზოგჯერ იცი, რომ გოგონას მშობლები არაჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ შვილის მსოფლმხედველობა რადიკალურად განსხვავდება მათი შეხედულებებისგან. ეს ყველაფერი ბავშვების უცხოეთში ნაადრევად გაშვების ბრალია. ისინი ევროპულ ან ამერიკულ ცხოვრების წესს ეცნობიან, უკან ბრუნდებიან და მართლმადიდებელ დედ-მამას ეკითხებიან: ''რატომ
უნდა ვიყო ქრისტიანი?'' ან ''რატომ არ უნდა იყოს ოჯახში გენდერული თანასწორობა?'' ქალს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მას ოჯახში თავისი ადგილი აქვს. ოჯახის თავი მამაკაცია. ეს თემა ჩემთვის სხვაგვარად არ განიხილება. არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ თუ ქალი ცდილობს, მამაკაცს თავზე წამოაჯდეს, ეს უზნეობით მოსდის. ამ დროს აღზრდაშია პრობლემა. სრულად წაიკითხეთ reitingi.ge-ზე..