"გოგოს ვათხოვებ, ქორწილი გვაქვს" - ინგა გრიგოლიას ქალიშვილი თხოვდება
ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას ერთადერთი ქალიშვილი მარიამ გრიგოლია ზაფხულში დაინიშნა. რასაკვირველია, ამ ამბავს ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია (იხილეთ ფოტოები). გრიგოლიების ოჯახი გამეზარდაშვილების ოჯახს დაუნათესავდა. მარიამის რჩეული ნიკა გამეზარდაშვილი გახლავთ, რომელიც საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის შვილია.
მოკრძალებული ნიშნობის შემდეგ წყვილმა ქორწილის გადახდა გადაწყვიტა. ზუსტად ერთ კვირაში მარიამი და ნიკა ოფიციალურად დააკანონებენ ურთიერთობას. ამ მნიშვნელოვანი თარიღის მოახლოებასთან ერთად, რასაკვირველია, იმატებს მღელვარებაც. საკუთარი ემოციების შესახებ ინგა სოციალურ ქსელში წერს:
განაგრძეთ კითხვა