მსახიობი თინა მახარაძე და მილიონერ თემურ უგულავას მესამე ცოლი ნინი ნებიერიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი მახარაძის და ნებიერიძის მეგობრებს შორის არსებული გაუგებრობა გახდა.
კერძოდ, ნებიერიძის მეგობარმა სალომე ბეზერაშვილმა მახარაძის მეგობრის მიერ გადაღებული ფოტოები "ინსტაგრამზე" ნებართვის გარეშე გამოიყენა. თინამ მათი მიმოწერა სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა.
თინამ სალომესა და Abintra Concept-ს შორის მიმოწერებს ასეთი კომენტარი გაუკეთა:
"ქართული სოცმედიის სახეები "ინსტაგრამზე" <3
როგორც მსახიობი წერს:
"ჩემმა მეგობარმა არტისტმა გადაუღო კლიენტს შეკვეთით ფოტო შესაბამისი კონტრაქტის ქვეშ, რომელი კონტრაქტიც იუწყება, რომ ამ ფოტოების კომერციულად გამოყენების უფლება არ აქვს არც ერთ ბრენდს/მეწარმეს/ა.შ. ფოტოში ზემოთ ხსენებულ კლიენტს ეცვა სალომე ბეზარაშვილის შარვალი, სალომე ბეზარაშვილმა უნებართვოდ გადაპოსტა ფოტო თავის "ინსტაგრამზე" და დანარჩენი იხილე სქრინებში". განაგრძეთ კითხვა...