მილიონობით მსმენელისთვის საყვარელი მომღერალი ჯამალა თბილისს რამდენიმე დღით ესტუმრა. მისი სასცენო სტილი ინდივიდუალურია და ხშირად იმსახურებს მოდის კრიტიკოსების აღფრთოვანებას.
ინტერნეტში მისი ფოტო გავრცელდა დიზაინერ მეგი გაბუნიასთან ერთად. მან M.G.-ის კოსტიუმი და აქსესუარი მოირგო. როგორც ჩანს, არტისტის აღფრთოვანება დიზაინერის ინდივიდუალიზმმა გამოიწვია, რადგანაც ჯამალა ცნობილია მოდის სახლებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულებით.
ჟურნალი "რეიტინგი" დიზაინერს დაუკავშირდა და გთავაზობთ ექსკლუზიულ კომენტარს...