თბილისის ცნობილი კლუბის, "მტკვარზე" დამფუძნებელი ქეთა გაბუნია "ფეისბუქი"ს პირად გვერდზე გუშინ მომხდარი ფაქტის შესახებ წერს, რომელიც მის კლუბში მოხდა და რომლის მთავარი გმირი "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ანი ჩირაძე, იგივე ჩიკაა.
"ამასობაში, ჩიკა მართლა ჩიკა აღმოჩნდა, მტკვარზე გუშინ ისეთები დაატრიალა" - წერს გაბუნია მსახიობზე. როგორც აღმოჩნდა, ჩირაძემ კლუბში უფასოდ შესვლა გადაწყვიტა თავის თანმხლებ პირებთან ერთად.
"რატომ გადაწყვიტა ვინმე ანი ჩირაძემ, რომ კლუბში უფასოდ შემოვიდეს, ხელში სასმლით და თან მასთან ერთად მყოფი ტიპებიც უფასოდ უნდა შევუშვათ?.. მე ვერ შევესწარი და გვიან გავიგე სამწუხაროდ. ჩაუშვეს საბოლოოდ, ბილეთი შეაძენინეს. მე რომ ვყოფილიყავი, არავითარ შემთხვევაში არ ჩავუშვებდი", - წერს ქეთა გაბუნია.
იმავე პოსტში, კომენტარებში ანა ჩირაძეც წერს პასუხს ბრალდებაზე და ქეთა გაბუნიას მიმართავს:
განაგრძეთ კითხვა