ერთგული მეგობრები ჩვენ გვერდით არიან ჭირშიცა და ლხინშიც. ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ მაშინ გვიდგანან მხარში, როცა გვიჭირს ან პირიქით, როცა კარგად ვართ, შესაძლოა, ცუდი განზრახვები ჰქონდეთ.
სწორედ ამ თემას შეეხო თამუნა მუსერიძე. სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც ის თავის ჯერარდაბადებულ შვილზე ლაპარაკობს.
ჟურნალისტი ჰყვება, თუ რა ისწავლა ორსულობის პერიოდში. ის ამბობს, რომ ყველამ გამოამჟღავნა ნამდვილი სახე, ყალბი მეგობრები გაქრნენ მისი ცხოვრებიდან, “ნამდვილები" კი გვერდიდან არ შორდებოდნენ და მზრუნველობას არ აკლებდნენ:
“ბავშვი ჯერ არ დაბადებულა და უკვე ბევრი რამე (ვინმე) მასწავლა და დამანახა. საჭირო იყო 3-თვიანი წოლითი რეჟიმი, პირველ ტრიმესტრში მძიმე ორსულობა, ეხოდან ეხოზე სირბილი და საავადმყოფოში დაწოლა. ვინც არ იყო "ნამდვილი მეგობარი", ავტომატურად გაქრა. ვისაც მართლა გულით ვუყვარდი, პირველივე წუთიდან ჩემთან გაჩნდა. საკუთარი ხელით მიკეთებდნენ საჭმელს, მოქონდათ საწოლში, სახლს მილაგებდნენ, სამსახურში მაცილებდნენ და იქიდან დაბრუნებულს გულის ფანცქალით მხვდებოდნენ, ამდენი ხანი რომ იმუშავე, რამე ხომ არ მოხდაო. ყველას დიდი მადლობა მინდა გითხრათ გვერდში დგომისთვის. მე თუ ვერა, სიკეთეს ღმერთი აუცილებლად დაგიბრუნებთ. რაც შეგეხებათ "პონტის გამო ჩემთან მყოფ ადამიანებს" , ირმა ინაშვილს დავესესხები: ყველას გიმახსოვრებთ ❤️❤️.”
სტატუსს გამოეხმაურნენ ჟურნალისტის “ფეისბუქის მეგობრები".
“დაო, დავკლავ ყველას ვინც ნერვს შეგიტოკებს", “პონტის პონტით ადამიანი წინ ვერ წავა ცხოვრებაში ... წრფელი გულის ცხოვრება კი მუდამ ხარობს ბედნიერი ცხოვრებით !!! დაღმართს ყოველთვის აღმართი მოყვება და ფერადი მწვერვალი