21 წლის მომღერალი ნათია თოდუა გერმანული "ახალი ხმის" გამარჯვებული გახდა.
ქართველმა გოგონამ, რომელიც ორი თვეა რეიტინგული შოუს მონაწილეა, მაყურებელთა ხმების 50% მოიპოვა. მეორე ადგილზე გასულმა კონკურსანტმა ხმების 25% მიიღო.
იხილეთ ვიდეო: ნათია თოდუა გერმანული "ვოისის" გამარჯვებული გახდა
ნათია თოდუამ გერმანულ "ახალ ხმაში" გამოჩენამდე გრძელი გზა გაიარა - ჯერ საკუთარი ძალები ქართულ "იქს ფაქტორში" მოსინჯა 2014 წელს, თუმცა არ გაუმართლა - მან შოუს ფინალამდე ვერ მიაღწია. აღსანიშნავია, რომ არც კონკურსის ჟიურის წევრების დამოკიდებულება იყო მის მიმართ ერთგვაროვანი: ქართული "იქს ფაქტორის" 4 წევრიდან სამმა - გიორგი გაბუნიამ, სტეფანე მღებრიშვილმა და თამთა გოდუაძემ მის მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალეს და მეორე ტურში უყოყმანოდ გადაიყვანეს, თუმცა ჟიურის მეოთხე წევრმა - მომღერალმა და პროდიუსერმა სოფო ტოროშელიძემ მას "ხელოვნური" უწოდა:
"ჩემთვის ეს იყო ცოტა ხელოვნური, მე ვერ დავიჯერე... სტეფანეს მონდომება, რომ როგორმე გადამარწმუნოს, ვერ იმოქმედებს და მე ვიტყვი არას!", - განაცხადა მაშინ სოფო ტოროშელიძემ.
გერმანულ შოუში ნათიას გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელებში აქტიურად აზიარებენ ვიდეოს, სადაც სოფო ტოროშელიძე გოგონას უარყოფითად აფასებს. პროდიუსერი კრიტიკოსებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე პასუხობს: გაგრძელება
იხილეთ ვიდეო: ნათია თოდუას გამოსვლა გერმანული "ვოისის" ფინალში