კირამ ასევე აღიარა, რომ ბოლო დროს ისეთ როლებს ირჩევს, რომლებიც მას ცოტა არ იყოს აშინებს და წინააღდეგობის დაძლევის სურვილს უჩენს.
კირა ნაიტლი და მაიკლ ფასბენდერი ფილმში "სახიფათო მეთოდი" ინტიმური სცენის შესრულების წინ რამდენიმე ჭიქა არაყს სვამდნენ.
დევიდ კრონენბერგის ფილმში ნაიტლი ფსიქიურად შეშლილ საბინა შპილრეინს, ხოლო ფასბენდერი - მის ახალგაზრდა თერაპევტს, კარლ იუნგს ასახიერებს. როცა საქმე "უხერხულ" სცენებზე მიდგებოდა ხოლმე, წყვილი "საშველად" ალკოჰოლს მიმართავდა.
"ერთ, მაქსიმუმ 2 ჭიქას ვსვამდით", - აღიარა 26 წლის მსახიობმა. - არაყი მოდუნების საშუალებას გვაძლევდა და გადაღება მარტივად მიმდინარეობდა. ხოლო როცა სცენა წარმატებით მთავრდებოდა, თავს შამპანურით ვანებივრებდით. რისთვისაც მაიკლს ვუხდი დიდ მადლობას - არასოდეს ავიწყდებოდა მოეტანა რადმენიმე ბოთლი სასმელი. არაყი და შამპანური - ერთმანეთზე კარგად მიდის."
კირამ ასევე აღიარა, რომ ბოლო დროს ისეთ როლებს ირჩევს, რომლებიც მას ცოტა არ იყოს აშინებს და წინააღდეგობის დაძლევის სურვილს უჩენს.
"ვფიქრობ, რომ ბოლო დროს ერთადერთი, რასაც ვაკეთებდი, ვეძებდი ფილმებს, რომლებიც მაშინებდა. მხედველობაში მაქვს ის როლები, რომლებსაც არ ვიცოდი, როგორ მივდგომოდი", - ამბობს კირა. - ალბათ ეს ჩემი ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარეობს. როცა გამოგდის ის, რაც თავდაპირველად დაუძლეველად გეჩვენებოდა, საოცარ სიამოვნებას განიცდი".
მასალა მომზადებულია: Showbiz Spy-ს მიხედვით