მას შემდეგ, რაც ნუკა გვალიამ საკუთარი "ფეისბუქის" კედელზე ორსულობის ტესტი გამოფინა, მომღერლის მიმართ არაერთგვაროვანი კომენტარების კორიანტელი წამოვიდა.
ზოგი ულოცავდა მომავალ დედას, ზოგი კი სიგარეტის მოწევას უკრძალავდა და ათას უხერხულ რჩევას აძლევდა. როგორც ჩანს, "საქართველოს ვარსკვლავის" ერთ-ერთ ფავორიტს ყელში ამოუვიდა ამდენი "არამკითხე მოამბის" მოსმენა და საკუთარ კედელზე ასეთი განაცხადი გააკეთა:
"ერთ კაი რამეს ვეტყვი ადამიანებს, რომლებსაც ჩემი წინსვლა აღიზიანებთ და ასევე, მეც ვაღიზიანებ. არ ვიცი, რატომ და მაინც შემოდიან ჩემი "ფეისბუქის" გვერდზე და რატომღაც ათვალიერებენ ჩემს ნიუსებს და მერე თავიანთ დიშოვ აზრებს და რჩევებს მიწერენ მე, რა ვქნა და როგორ... "ეს რა სურათებს დებ..." "ეს რეებს წერ..." გაიარეთ და თქვენს ტრაკებს მიხედეთ რა... ჩემს "ფეისბუქის" გვერდზე რასაც მინდა, იმას დავწერ, დავდებ და გამოვაქვეყნებ და თუ ეგრე წუხდებით, არავინ გეხვეწებათ, ნუკას გვერდზე შედით და ძალით იკითხეთ ნიუსებიო".