საქართველოში ისეთი ადვილია, პოპულარული გახდე, რომ საზღვარგარეთ თუ ამისთვის მილიონებს ხარჯავენ, ჩვენთან პოპულარულ ქალბატონზე ქორწინება, საჯაროდ გაშიშვლება ან შენივე მოგონილ ენაზე სიმღერა გახლავთ საკმარისი.
ასეთი ბედი ეწია ირაკლი კუტალაძესაც, რომლის სახელი და გვარი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ არავინ იცოდა. რუსეთში მცხოვრები, თავის დროზე წარმატებული წყალბურთელი ახალგაზრდის მშობლები ქართველ რძალზე ოცნებობდნენ - როგორც ჩანს, პოპულარულზეც.
ასეთი კი ნინი ბადურაშვილი აღმოჩნდა. ნინის, ცნობილი დედის და ბაბუის წყალობით, ბავშვობიდან ეწვია პოპულარობა და მალე თავადაც ამღერდა. მას შემდეგ კი, რაც ოც წელს გადააბიჯა, მთელი საქართველო ნერვიულობდა, რატომ არ თხოვდებოდა ნინი ბადურაშვილი.
ამის შესახებ თითქმის ყველა სატელევიზიო ინტერვიუში ეკითხებოდნენ. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ირაკლი კუტალაძე. რუსეთში მოღვაწე წარმატებული ქართველით, როგორც ამბობდნენ, ადვილად მოიხიბლა კახიანების ოჯახი. ნიშნობა და ქორწილი ორ თვეში შედგა. მათზე ბევრს საუბრობდნენ, ყველგან წერდნენ…
იხილეთ სრულად: reitingi.ge
ასევე იხილეთ:
ირაკლი კუტალაძე: "რადგან არ ვამჟღავნებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უგრძნობი ვარ"
ირაკლი კუტალაძეს სოციალურ ქსელში ლექსებს უძღვნიან
ირაკლი კუტალაძემ გრანდიოზული დაბადების დღე "კოქტეილ-ბარში", მეგობრების გარემოცვაში მხიარულად აღნიშნა