მომღერლებმა - კეტი პერიმ და მაილი საირუსმა გადაწყვიტეს, დაეჩრდილათ მადონასა და ბრიტნი სპირსის ლეგენდარული კოცნა და შუა კონცერტის დროს ერთმანეთს ვნებიანად აკოცეს.
ეს მოხდა შაბათს, ლოს-ანჯელესში გამართულ კონცერტზე. ამაღელვებელი მომენტის ამსახველი ფოტო მაშინვე გავრცელდა სოციალური ქსელით, ხოლო ვიდეო დაიდო youtube-ზე.
როგორც ცნობილია, კეტის ასეთი სიმღერაც აქვს – I Kissed The Girl – "მე ვკოცნი გოგონას".
მასალის წყარო: Us Weekly