https://advertlinege.adocean.pl/ad.xml?id=Cj9G3TPb4gzYSyBFQT.nseEoINF3iuN_PDxg6ksxW6z.F7
ფულის მოზიდვაში ფენ-შუი დაგვეხმარება - 10 რჩევა - Marao
ფულის მოზიდვაში ფენ-შუი დაგვეხმარება - 10 რჩევა
- მოაწესრიგეთ სამზარეულო და შემოსასვლელი. ფული ჭუჭყიან ადგილას არ შემოვა.
- ფულს ხელფასის აღების დღესვე ნუ დახარჯავთ. შეინახეთ ისინი უჯრაში ან სეიფში და მეორე-მესამე დღიდან პატარ-პატარა თანხების ხარჯვა დაიწყეთ.
- ფულის მისაზიდად წითელი საფულე შეიძინეთ ან სხვა ფერის, ოღონდ წითელი დეკორატიული ელემენტით.
- საფულეში, ფულისა და პლასტიკური ბარათების გარდა, სხვა ნივთებს (ჩეკები, ფოტოები) ნუ შეინახავთ.
- კუპიურები სხვადასხვა განყოფილებაში მათი ნომინალური ღირებულებების შესაბამისად განათავსეთ.
- ფული დილაობით, სუფთა ხელებით გადაითვალეთ.
- სიმდიდრის მოსაზიდად, ფული მდიდარ ადამიანს ესესხეთ და იგი (სასურველია, უცხოური ვალუტის კუპიურა) გარკვეული ვადით, დაუხურდავებლად საფულეში შეინახეთ.
- გახსოვდეთ, რომ ფულმა ფული უნდა მოგიტანოთ. ამიტომ ფინანსები სარფიანად დააბანდეთ.
- მიღებული თანხა ასე გადაანაწილეთ: 50 პროცენტი კეთილ საქმეებს მოახმარეთ, 25 - ხარჯებს, 10 პროცენტით გაჭირვებულ ნათესავებს დაეხმარეთ, 15 კი საკუთარი სიამოვნებისთვის დახარჯეთ.
- და რაც მთავარია, გახსოვდეთ, რაც უფრო მეტს გასცემთ, მით მეტი დაგიბრუნდებათ.